ფელიქს მაგათი: გოლის გაშვების შემდეგ უკეთ ავთამაშდით

AutoSharing Option
"შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა "ვალენსიასთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გაშვებული გოლი მისი გუნდის თამაშზე დადებითად აისახა, მანუელ ნოიერი შეაქო და წარმატების გამო სიხარული გამოთქვა.

"ვალენსია" გელზენკირხენში 1:0 იგებდა და შეხვედრა ამ შედეგით რომ დასრულებულიყო ¼ ფინალში გადიოდა. თუმცა "ღამურებმა" თავიანთვის სასარგებლო შედეგის მიღწევა ვერ შეძლეს, რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს, სამი გოლი გაუშვეს და მარცხი იწვნიეს(1:3).

"ვფიქრობ, პირველი მატჩის შედეგმა ცოტა შეგვაფერხა. საკმარისად აგრესიულები არ ვიყავით, რამაც "ვალენსიას" თავისი თამაშის თავსმოხვევის საშუალება მისცა. გავათანაბრეთ,
მაგრამ მდგომარეობა კვლავ სახიფათო იყო. ამიტომ უფრო მშვიდად ვიქნებოდი, ჯეფერსონ ფარფანს მესამე გოლი უფრო ადრე რომ გაეტანა.

ჩემპიონთა ლიგაში ასეთი მატჩები, როდესაც ან ყველაფერს იღებ ან არაფერს, ყოველთვის ძალიან ნერვიულია. პირველი შეხვედრის შედეგს - 1:1 შემდეგ ეტაპზე გავყავდით. ამიტომ რთული იყო მეტოქეზე ზეწოლა თამაშის დასაწყისიდანვე განგვეხორციელებინა. როდესაც გოლი გავუშვით დასაკარგი აღარაფერი იყო და შეტევაში წასვლა მოგვიხდა. ჩვენს მხარეს მანუელ ნოიერი და ფორტუნა იყო. შემდეგ რაუნდში გასასვლელად სწორედ ეს გვჭირდებოდა. მომავალში უფრო რთული იქნება, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ", - დასძინა გერმანელმა სპეციალისტმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული