"შალკეს" თავდამსხმელმა რაულმა "ვალენსიასთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ შეხვედრა რთული გამოდგა. ამასთან ფორვარდმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მთელ გუნდს არა მხოლოდ მეოთხედფინალში, არამედ ნახევარფინალში გასვლა სურს.
"ვალენსიას" შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მატჩი საკმაოდ რთული გამოდგა. ამ თამაშში ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. მეტოქის სწრაფმა გოლმა ამოცანა გაცილებით გაგვირთულა, მაგრამ გათანაბრების და ბრძოლის გაგრძელებისთვის ძალა გვეყო, რაც ძალიან მახარებს. ჩვენი ოცნება ახდა - მეოთხედფინალში ვართ.
ამჟამად ახალი მეტოქის დასახელებას მოუთმენლად ველით. მომავალ რაუნდში ისევ ესპანურ გუნდთან შეხვედრას არ ვისურვებდი.
ძალიან მინდა უმაღლეს დონეზე, რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩავატარო. "შალკესთან" ერთად ნახევარფინალში გასვლაზე ვოცნებობ, ეს კლუბი ასე შორს არასდროს წასულა", - განაცხადა რაულმა.
.