ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "იუვენტუსმა" "ბარსელონა" გაანადგურა

AutoSharing Option
11 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის პირველი მატჩი გაიმართა.

ტურინის "იუვენტუსმა" "ბარსელონას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში პაოლო დიბალამ უკვე მე-7 წუთზე გახსნა და მასპინძლები წინ გაიყვანა. "იუვენტუსი" ამაზე არ გაჩერებულა და 22-ე წუთზე დიბალამ დუბლი მიითვალა. "ბარსელონას" სხვაობის შემცირების რეალური შანსი ლიონელ მესის პასის შემდეგ ჰქონდა, როცა მეკარესთან მარტოდ დარჩენილმა ინიესტამ ვერ გაიატა, რაშიც დიდი დამსახურება ჯანლუიჯი ბუფონს მიუძღვის.

პირველი ტაიმი ტურინელთა დამაჯერებელი გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმშიც გოლის გატანა ტურინელებმა მოახერხეს. 55-ე წუთზე ჯორჯო კიელინიმ თავური დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 19 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყურებიტ რომ გაატრიაეს ბარსა მსაჯებმა, და ორი პებნალი რომ მოგონეს პსჟ-ს მაგის ბრალია, გასავარდნი, წინა ტურში უნდა გავარდნილიყო
lasha19
01:36 12-04-2017
0
FORZA JUVE!!
0

სიახლეები პოპულარული