"ტოტენჰემის" მცველმა უილიამ გალასმა აღნიშნა, რომ მეოთხედფინალში "ბარსელონასთან" შეხვედრას არ ისურვებდა, რომელმაც მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის 1/8 ფინალიდან "არსენალი" გამოთიშა. ამასთანავე, ფრანგმა ფეხბურთელმა თქვა, რომ "მილანთან" გამარჯვების შემდეგ "დეზების" გასახდელში ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევდა.
"ვფიქრობ, მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, რომელსაც "ბარსელონასთან" თამაში სურს. "მილანთან" დაპირისპირებისთვის დიდხანს ვემზადებოდით. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი დაგვიპირისპირდა. გამარჯვების შემდეგ ჩვენს გასახდელში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა", - თქვა გალასმა.
მომზადებულია Sky Sport-ის მიხედვით
.