"ბაიერნი"-"ინტერის" მატჩს პორტუგალიელები განსჯიან

AutoSharing Option
უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე იმ არბიტრების სია გამოაქვეყნა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩებს მოემსახურებიან. "ბაიერნსა" და "ინტერს" შორის შეხვედრა პორტუგალიურ ბრიგადას ანდეს პედრო პროენსას ხელმძღვანელობით. მას დაეხმარებიან ლაინსმენები - ტიაგო ტრიგო და რიკარდო სანტოსი, დამატებითი არბიტრები - ჟოაო ფერეირა და კარლოს ხისტრა.

პარალელურ შეხვედრას "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მარსელს" შორის ესპანელი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი კარლოს ველასკო კარბალიო იქნება, ლაინსმენები რობერტო ფერნანდესი, ხესუს გუადამურო, დამატებითი მსაჯები - კარლოს გომესი და ანტონიო პერესი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული