ლუის ვან გაალი: მე სხვა ფილოსოფია მაქვს

AutoSharing Option
"ბაიერნის" თავკაცმა ლუის ვან გაალმა "ინტერთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის წინ აღნიშნა, რომ გერმანიის ჩემპიონატში "ჰამბურგთან" დიდი ანგარიშით მოგებამ მის შეგირდებს საკუთარი ძალების რწმენა დაუბრუნა, მაგრამ იტალიელებთან პირველ მატჩში მიღწეული შედეგის მიუხედავად, მოუწოდა კონცენტრაცია არ დაკარგონ.

"ბაიერნი" დიდი კლუბია. აქ მუშაობას ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა. იმის გამო, რომ ფეხბურთელებთან ბრწყინვალე ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, სამწუხაროა ზაფხულში კლუბის დატოვება რომ მიწევს. ამ გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაც ვერ შემიცვლის. ჩვენი გზები გაიყრება, რადგან ჩემი და კლუბის ხელმძღვანელობის ფილოსოფია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება", - აღნიშნა
ლუის ვან გაალმა.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული