ვესლი სნეიდერი: რობენზე ძლიერი ვარ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის წინ "ბაიერნსა" და "ინტერს" შორის მილანელთა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა დაძაბულობის ოდნავ განმუხტვა სცადა. ჰოლანდიურ მასმედიასთან ინტერვიუში იტალიური კლუბის ჰავბეკმა ხუმრობით აღნიშნა, რომ საკუთარ თავს მიუნხენურ კლუბში მოთამაშე თანამემამულე არიენ რობენზე ძლიერად მიიჩნევს.

"ვინ უკეთესია - რობენი თუ მე? რა თქმა უნდა მე, - ღიმილით უპასუხა სნეიდერმა. - თუ სერიოზულად ვიტყვით, ჩვენ განსხავებული სტილის მოთამაშეები ვართ და ამას თავისი პლუსი აქვს.

მასთან შეხვედრის წინ ძალების მოზღვავებას ვგრძნობ, ნაკრებში პარტნიორებთან თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. არიენთან ერთად "რეალშიც"
მითამაშია, მაგრამ დღეს მას დავამარცხებ. ვან გაალსაც ასევე კარგად ვიცნობ", - თქვა სნეიდერმა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული