ლუის ვან გაალი: სამი ერთზე გასულებს უნდა გაგვეტანა

AutoSharing Option
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა "ინტერთან"(2:3, პირველი შეხვედრა - 1:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩი შეაფასა.

"ეს პირველად არ ხდება: მიმდინარე სეზონში ჩვენ მეოთხე თუ მეხუთე შეხვედრას ვთმობთ, რომლის მოგებაც გვმართებდა. დღეს ეს ისევ მოხდა. შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ადრევე შეგვეძლო, მაგრამ "ინტერს" შანსი დავუტოვეთ. იმის მიუხედავად, რომ სტუმრები სახიფათო მომენტებს გაჭირვებით ქმნიდნენ, მათი რეალიზება მოახერხეს. ფეხბურთში ეს ყოველთვის შესაძლებელია.

შესენებაზე გუნდს ვუთხარი, რომ კომპაქტურად თამაში უნდა გაგვეგრძელებინა და ბევრი მომენტის შექმნა შევძელით. ერთერთ ეპიზოდში ჩვენი სამი მოთამაშე "ინტერის"
ერთი მცველის წინააღმდეგ დარჩა და უნდა გაგვეტანა. დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლებმაც გაშვებულ გოლებამდე მიგვიყვანა.

ახლა ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ კარგი მატჩის მოწმეები გავხდით", - განაცხადა "ბაიერნის" თავკაცმა.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული