გორან პანდევი: კარში ზუსტად დარტყმაღა მრჩებოდა

AutoSharing Option
"ინტერის" თავდამსხმელმა გორან პანდევმა "ბაიერნთან" 3:2 ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ 88-ე წუთზე მის მიერ გატანილმა გოლმა თავდაჯერება შესძინა.

"ეტოომ შესანიშნავი გადაცემა გამიკეთა, მხოლოდ კარში ზუსტად დარტყმაღა მრჩებოდა. უბრალოდ არ შემეძლო არ გამეტანა. კლუბს და პარტნიორებს მინდა მადლობა ვუთხრა, მათ ჩემთან ერთად რთული პერიოდი გაიარეს. მე იმათგანი არ ვარ ვისაც 20-30 გოლი გააქვს, მაგრამ ერთერთი მათგანი ვარ, ვინც გუნდისთვის მუშაობს. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია როცა ამ მუშაობას შედეგი მოაქვს და გატანილ გოლებში აისახება.

ყველა მეუბნებოდა, რომ გატანა
შემეძლო, შემეძლო გუნდი გამარჯვებამდე მიმეყვანა. დიდი მადლობა პარტნიორებს, რომლებმაც შემდეგ გოლი ჩემთან ერთად კარგად აღნიშნეს, მათ გამახარეს. ეს გოლი ძალიან საჭირო დროს გავიტანე და მოხარული ვარ. ახლა მუშაობას გავაგრძელებ. ამჟამად თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ადრე", - განაცხადა პანდევმა.


მომზადებულია inter.it-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული