ჟულიო სეზარი: ვიტირე, როდესაც პანდევმა გაიტანა

AutoSharing Option
"ინტერის" მეკარემ ჟულიო სეზარმა "ბაიერნთან" (3:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ შეხვეედრაში გამარჯვების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ისეთ შეცდომებს აღარ დაუშვებს, რომელთაგან ერთერთს მარიო გომესისგან გაშვებული გოლი მოჰყვა.

"შეცდომა, რომელიც გომესის გოლის დროს დავუშვი, აქამდე მაშფოთებს. ამ შეხვედრამდე მნიშვნელოვან მატჩებში ასე არასდროს შევმცდარვარ. როდესაც ეს გოლი გავუშვი, მსურდა მილანში, ჩემს სახლში რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი. მაგრამ შემდეგ დავმშვიდდი და თავი ხელში ავიყვანე. მჯეროდა, რომ აუცილებელი შედეგის მიღწევა შეგვეძლო. მსურს ყველა თანაგუნდელს მადლობა ვუთხრა ამ ბრწყინვალე მატჩისთვის. როდესაც პანდევმა გაიტანა,
მე როგორც ემოციურმა დამიანმა, პირდაპირ მოედანზე ტირილი დავიწყე. იმედი მაქვს, მომავალში ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებ", -თქვა ჟულიო სეზარმა.


მომზადებულია Sky Sport-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული