კრიშტიანუ რონალდო "ლიონთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ლიდერი კრიშტიანუ რონალდო "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩისთვის გამოჯანმრთელდა. რონალდომ ტრავმა 3 მარტს, ესპანეთის ჩემპიონატში "მალაგასთან" (7:0) თამაშისას მიიღო. "ლიონთან" მატჩში პორტუგალიელი სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

ადრინდელი ინფორმაციის მიხდვით, კრიშტიანუ რონალდო მზად იყო მოედანზე 12 მარტს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში "ერკულესთან" გამოსულიყო. თუმცა "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, მოთამაშის ჯანმრთელობით არ გაერისკა. მადრიდულმა გუნდმა მის გარეშე "ერკულესი" 2:0 დაამარცხა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში, რომელიც ორი კვირის წინ ლიონში გაიმართა, ფრე 1:1 დაფიქსირდა. საპასუხო შეხვედრა 16
მარტს მადრიდში გაიმართება.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით




.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული