რონალდო: ოღონდაც "ბარსელონა" არ შეგვხვდეს

AutoSharing Option
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში "ლიონთან" გამარჯვების (3:0) შემდეგ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კრიშტიანო რონალდომ კმაყოფილი სახით განაცხადა, რომ გუნდმა საკუთარი თამაშის ჩვენება და შემდეგ ეტაპზე გასვლა დამსახურებულად შეძლო.

რაც შეეხება შემდეგ სტადიაზე "სამეფო კლუბის" მეტოქის ვინაობას, პორტუგალიელს მხოლოდ "ბარსელონას" სახელის გაგონება არ სურს, დანარჩენი კი სულერთია.

"მაგრად ვითამაშეთ, მატჩის მსვლელობას სრულად ვაკონტროლებდით და წინ დამსახურებულადაც წავედით. ახლა შემდეგ რაუნდზე უნდა ვიფიქროთ, რომელშიც არანაკლები სირთულის წინააღმდეგობა გველის. იმედი მაქვს, მაინცდამიანც "ბარსელონა" არ გადაგვეყრება – კატალონიელებთან ტურნირის უფრო გვიანდელ სტადიაზე
თამაში აჯობებს.

ურიგო არ იქნება, თუ 1/4 ფინალში "შალკეს" ან "მანჩესტერ იუნაიტედს" გავეჯიბრებით.

რაც შეეხება ამ მატჩში ჩემს მონაწილეობას, მოედანზე გასვლის გადაწყვეტილება თავად მივიღე. საბედნიეროდ, შეხვედრა ტრავმის გარეშე ჩავამთავრე, თუმცა საკმაოდ ხისტი თამაში გამოგვივიდა", - განუცხადა რონალდომ Marca-ს "ლიონთან" მატჩის დასრულებისთანავე.



მომზადებულია Marca-ს მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული