მოურინიო: 1/4 ფინალში "ინტერთან" ან "ჩელსისთან" შეხვედრას არ ვისურვებდი

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ლიონთან"(3:0, პირველი შეხვედრა - 1:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩი შეაფასა.

"მეოთხედფინალში ვართ, რადგან უკეთესები ვიყავით. "ლიონი" შესანიშნავი მეტოქეა, რაც ჩვენს დამსახურებას კიდევ უფრო ამაღლებს. ორივე შეხვედრაში, დაცვაშიც და თავდასხმაშიც, კარგად ვთამაშობდით. კმაყოფილი და სრულიად მშვიდი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ "რეალისთვის" მეოთხედფინალში მოხვედრა ნორმალური მოვლენაა.

ფეხბურთი ცხოვრებას ჰგავს. თქვენ ახლა უნდა იცხოვროთ, რადგან არ იცით იქნებით თუ არა ცოცხლები ხვალ. რომ წაგვეგო შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდით, ამიტომ რისკზე წასვლა მოგვიხდა. კრიშტიანო მენტალურად ძლიერია. მან
მითხრა, რომ სათამაშოდ მზად იყო. ჩვენმა ფიზმომზადების მწვრთნელებმაც თქვეს, რომ ის მოედანზე გამოსასვლელად მზად იყო. შესაძლოა, რონალდომ შემდეგი მატჩის დასაწყისი გამოტოვოს.

სწორ გზას ვადგავართ. ტიტულებს ან მიმდინარე ან მომავალ სეზონში მოვიპოვებთ. ჩემი გუნდები ჩვეულებრივ, დიდ წარმატებებს მეორე წელს აღწევენ. საბოლოო ჯამში "რეალი" ტიტულებს მოიგებს.

შედეგ მეტოქესთან დაკავშირებით განსაკუთრებული ამორჩეული გუნდი არ მყავს, მაგრამ "ინტერთან" ან "ჩელსისთან" შეხვედრისთვის თავის არიდებას ვისურვებდი, რადგან საყვარელი ხალხის წინააღმდეგ თამაში ემოციურად რთულია. ჩვენ პროფესიონალები ვართ, მაგრამ ამ გუნდებთან არშეხვედრას ვისურვებდი", - განაცხადა მოურინიომ.


მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული