"მანჩესტერში" უხარიათ, რომ "ბარსელონასთან" შეხვედრას გადაურჩნენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენელმა ჯონ ალექსანდერმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, რომელმაც "წითელი ეშმაკები" მეოთხედფინალში "ჩელსის" შეახვედრა, ჩემპიონთა ლიგის 2007/08 წლის მოსკოვური ფინალი გაიხსენა. მან ასევე კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ მის გუნდს "ბარსელონა" არ შეხვდა.

- რა თქმა უნდა, ახლა პირველ რიგში მოსკოვის ფინალი გამახსენდა, მაგრამ მას შემდეგ "ჩელსის" იმდენჯერ შევხვდით, რომ ვფიქრობ, ლონდონელებს რევანშისტული განწყობილება იმდენად ძლიერი არ ექნებათ. კარგია, რომ საპასუხო შეხვედრას "ოლდ ტრეფორდზე" ჩავატარებთ, მაგრამ "ჩელსის" თავის გამოჩენა ნებისმიერ მოედანზე შეუძლია. კარგია, რომ ადრეულ ეტაპზე "ბარსელონასთან" შეხვედრას გადავურჩით,
დანარჩენს კი ვნახავთ.

- რას იტყოდით "მანჩესტერ იუნაიტედის" ფინალში გასვლის შანსებზე?
- ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე ყველა მოთამაშე ოცნებობს. რაც შეეხება ტურნირის მოგების შანსებს, რატომაც არა? ეს მიზანი სეზონის დაწყების წინ დვისახეთ და მასზე უარს არც ახლა ვამბობთ. სეზონის დასასრულს გუნდმა ფორმა აკრიფა და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.


მომზადებულია Eurosport.com-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული