ლუიშ ფიგუ: "შალკე" "ინტერისთვის" კარგი ვარიანტია

AutoSharing Option
"რეალის" და "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ, რომელიც დღესდღეობით "ინტერის" მმართველ აპარატში მუშაობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრის შედეგები შეაჯამა, რომელმაც მილანელებს მეტოქედ "შალკე" არგუნა. პორტუგალიელის აზრით, გერმანული კლუბი "ინტერისთვის" კარგი ვარიანტია.

- ჩევნთვის კარგი კენჭისყრა იყო. ამ ეტაპზე იოლ მეტოქეს ვერ შეხვდები, რადგან ყველა გუნდი, რომელმაც მეოთხედფინალს მიაღწია, ძალიან საშიშია. "შალკეს" დიდ პატივს ვცემ. მთელ გუნდს და განსაკუთრებით რაულს, რომელთან ერთადაც "რეალში" ვთამაშობდი.

- რამდენად გაუჭირდება "ინტერს"?
- რა თქმა უნდა ტიტულის დათმობა რთულია, მაგრამ ჩვენ უკვე მეოთხედფინალში ვართ, ტიტულისთვის
ბრძოლას ვაგრძელებთ და პლეიოფის მატჩებში, როგორც ხედავთ, "ინტერი" თავს კარგად გრძნობს.

მართალია, ამჟამად იმ გუნდამდე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, არცთუ ცოტა გვაკლია. ბევრი ფეხბურთელი დაგვიშავდა და ამის გამო ბოლომდე ათამაშებას ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ, მაგრამ გვსურს ტიტულისთვის ისევ ვიბრძოლოთ, ისევე როგორც - სკუდეტოსთვის. სტატისტიკა ჩვენს წინააღმდეგაა - ორჯერ ზედიზედ ჩემპიონთა ლიგა ჯერ არავის მოუგია, მაგრამ ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება. ახლა მთავარია ფინალში გავიდეთ, იქ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- კმაყოფილი ხართ იმით, თუ როგორ ვითარდება სეზონი "ინტერისთვის"?
- მთავარია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვართ. ჩვენ ჩვენი გზით სიარულს ვაგრძელებთ და ჩვენთვის ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია.


მომზადებულია eurosport.com-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული