"არ ვფიქრობ, რომ "შახტართან" ან "შალკესთან" შეხვედრა უფრო იოლი იქნებოდა. შესაძლოა მე პირადად კენჭისყრის შედეგები იმიტომ მომეჩვენა საინტერესოდ, რომ ბავშვობაში სწორედ "რეალს" ვგულშემატკივრობდი და ამ გუნდთან "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში ყოველთვის ოცნებად მქონდა. მაგრამ თუ "ინტერი" და "მილანი" დავამარცხეთ, "სამეფო კლუბის" რატომ უნდა გვეშინოდეს?
- შესაძლოა იტალიელებთან თამაში უფრო გიადვილდებათ?
- თავიდან იტალიური კლუბი იყო, ახლა წინ ესპანური კლუბია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კარგი გამოცდა იქნება - მხოლოდ ასეთ კლუბებთან თამაშისას შეიძლება მიხვდე
- თუ "რეალს" გაცდებით, ეს ინგლისის პრემიერლიგის პირველ ოთხეულში ვერ მოხვედრის შემთხვევაში კომპენსაცია იქნება?
- ალბათ არა. რამდენიმე დღის წინ რედნაპის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ ჩემპიონთა ლიგა არანაირად არ გვიხსნის ოთხეულში მოხვედრის ამოცანას. ამჟამად ერთი მიზანი გვაქვს - ვეცადოთ ყოველი შემდეგი მატჩი მოვიგოთ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ტურნირს განეკუთვნება ის", - განაცხადა პავლიუჩენკომ.
მომზადებულია Sport-express.ru-ს მიხედვით