კრუიფს "შახტართან" "ბარსელონას" მოგება აეჭვებს

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელმა ჰოლანდიელმა იოჰან კრუიფმა აზრი გამოთქვა, რომ ესპანური "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში დონეცკის "შახტარის" დამარცხებას და ტურნირის ნახევარფინალში გასვლას შეძლებს. ესპანურ გამოცემა El Periodico de Catalunya-ში გამოქვეყნებულ თავის სვეტში ჰოლანდიელმა აღნიშნა, რომ არ იცის, თუ რას უნდა ელოდოს დონეცკური გუნდისგან.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის "რეალის" და "ბარსელონა" შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბრისას, კრუიფმა ხაზი გაუსვა, რომ დარწმუნებული მხოლოდ ერთ ნახევარფინალისტშია. ჰოლანდიელის თქმით, "რეალი" ლონდონის "ტოტენჰემს" ნამდვილად დაამარცხებს, რადგან ეს გუნდი მადრიდელთათვის ხელსაყრელ ფეხბურთს თამაშობს.

რაც შეეხება "ბარსელონას" მეტოქეს,
როგორც ჰოლანდიელმა აღნიშნა, "შახტარი" ლონდონელებზე გაცილებით სახიფათოა. კრუიფის თქმით, დონეცკური კლუბი - ეს "ორი გუნდია ერთ გუნდში": მეკარე, მცველები და დაცვითი სტილის ნახევარმცველები - ევროპიდან და ფორვარდები - ბრაზილიიდან. კრუფმა ხაზი გაუსვა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად "ბარსელონას" მოთამაშეებს ბევრი მუშაობა მოუწევთ - შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასულ ყველა გუნდზე უფრო მეტიც.

"ბარსელონა"-"შახტარის" პირველი მატჩი 2011 წლის 6 აპრილს ბარსელონაში გაიმართება. საპასუხო შეხვედრა 12 აპრილს დონეცკში შედგება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული