"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ნემანია ვიდიჩი აცხადებს, რომ "ჩელსის" "წითელ ეშმაკებთან" მატჩის წინ ფსიქოლოგიური უპირატესობა გააჩნია.
"ბოლო ხუთ შეხვედრაში მათ უკეთესი შედეგები აქვთ, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა და ჩვენ გოლი უნდა გავიტანოთ, ამ თამაშში ჩვენი მიზანი ესაა. ეს შემდეგ შეხვედრაში დაგვეხმარება", - განაცხადა ვიდიჩმა.