მანუელ ნოიერი: "ინტერი" დაცვიდან მოთამაშე ტიპური იტალიური გუნდია
AutoSharing Option
"შალკე" უკვე მესამე გერმანული გუნდია, რომელიც მილანის "ინტერის" შეჩერებას შეეცდება. გერმანული კლუბის გოლკიპერი და კაპიტანი მანუელ ნოიერი აზრის გამოთქმას არ ერიდება და სჯერა, რომ მის გუნდს ნახევარფინალში გასვლის შანსი აქვს.
"ინტერი" ტიპური იტალიური გუნდია, დაცვით მოთამაშე. ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, რომ მეტოქეს მანევრირებისთვის სივრცე არ დავუტოვოთ. კარგად ვიცით, როგორ ვითამაშოთ ასეთი ფეხბურთი", - თქვა 25 წლის გერმანელმა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.