რვაფეხა პავლიკმა ალუშტის აკვარიუმიდან ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის "ბარსელონას" და "შახტარს" შორის პროგნოზი გააკეთა. ორი ერთნაირი ყუთიდან პავლიკმა ის ამოირჩია, რომელზეც "ბარსელონას" ემბლემა იყო გამოსახული. ასე, რომ პავლიკმა ესპანური კლუბის გამარჯვება იწინასწარმეტყველა.
თავიდან მოლუსკმა "შახტარის" დროშიან კონტეინერთან მიცურა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, შემოტრიალდა და "ბარსელონას" ყუთთან გაჩერდა.
"ბარსელონა"-"შახტარის" მატჩი რვაფეხა პაულისთვის თავისებური ტესტი გახდება. თუ მოლუსკის წინასწარმეტყველება ახდა, მას ჭკუას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მატჩებზეც ჰკითხავენ (ამასთან, ევრო 2012-მდე რვახფეხამ შეიძლება ვერც იცოცხლოს).
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დროს პოპულარობა რვაფეხა
პაულმა მოიპოვა, გერმანული ობერჰაუზენის აკვარიუმიდან. მან რვა მატჩის შედეგი იწინასწარმეტყველა (ძირითადად გერმანიის ნაკრების მონაწილეობით ) და არცერთხელ შემცდარა. 2010 წლის ოქტომბერში პაულმა თქვენი ჭირი წაიღო, მისი მემკვიდრე კი უმალ რვაფეხა პაული 2 გახდა.