მასიმო მორატი: ფეხბურთი სასტიკია, მაგრამ წინსვლა უნდა განვაგრძოთ

AutoSharing Option
"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "შალკესთან"(2:5) დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ მთავარ მწვრთნელ ლეონარდოსთან სიტუაცია უკვე განიხილა და ასეთი მოულოდნელი შედეგის ახსნა სცადა.

"გასახდელში ლეონარდოსთან საუბარმა დაამტკიცა, რომ ის სერიოზული ადამიანია. რა თქმა უნდა საუკეთესო განწყობაზე არ ვიყავი. ეს დამარცხება შეიძლება დაღლილობით აიხსნას. გუნდი შაბათს "მილანთან" მატჩში გადაიღალა და რამდენიმე დღეში ძალების აღდგენა ვერ მოახერხა.

ფეხბურთში ყველაზე რთული მდგომარეობის დროსაც კი წინსვლა უნდა განაგრძო. ბევრის მიღწევა გვსურდა, მაგრამ უკვე პირველივე ტაიმში მდგომარეობა სერიოზულად გავირთულეთ. თუმცა ჯერ ყველაფერი
გადაწყვეტილი არ არის. ამ დამარცხებას ჩვენი გუნდის და მწვრთნელის სახე არ შეუცვლია. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

რა შეიცვალა? შეიცვალა ჩვენი განწყობა. ვფიქრობ, ეს გუნდს წარუმატებელი პერიოდის გადალახვაში დაეხმარება. ლეონარდოზე აზრი არ შემცვლია, თუმცა შესაძლოა, მასში რაღაც შეიცვალა, რადგან მას ორ სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში მოუხდა აღმოჩენა. ჩემთვის არაფერი შეცვლილა, იმიტომ რომ ვიცი, რაოდენ მკაცრიც უნდა იყოს ფეხბურთი, სიმამაცე არ უნდა დაკარგო და წინსვლა განაგრძო.

არც ქედმაღლობა მომწონს და არც უმწეობა. მუშაობას გავარგრძელებთ და შევხედავთ, რა იქნება მომავალში. ყველაზე ნაკლებად ის მომეწონა, რომ გუნდი დაღლილი იყო, თუმცა ფეხბურთელებმა იბრძოლეს, თავდადების არქონაში მათ ვერ დავადანაშაულებთ", - განაცხადა მორატიმ.


მომზადებულია inter.it-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული