რედნაპი: კრაუჩის გაძევება სამართლიანი იყო

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალთან" მატჩის 15-ე წუთზე მისი გუნდის თავდამსხმელის, პიტერ კრაუჩის გაძევება სამართლიანი იყო. რედნაპის თქმით, კრაუჩს მეტოქის წინააღმდეგ უხეშად არ უნდა ეთამაშა იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ყვითელი ბარათი უკვე მიღებული ჰქონდა.

რედნაპმა ხაზი გაუსვა, რომ კრაუჩის გაძევებამ ლონდონელთათვის "რეალთან" წარმატებით თამაშის ამოცანა შეუსრულებელი გახადა. სპეცილისტის თქმით, ფორვარდმა მას იმედი გაუცრუა.

"რეალთან" შეხვედრა ლონდონურმა კლუბმა 0:4 დათმო. მადრიდული კლუბის შემადგენლობაში ორი გოლი ემანუელ ადებაიორმა გაიტანა, თითოჯერ კი თავი ანხელ დი მარიამ და კრიშტიანო
რონალდომ გამოიჩინეს. ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა 13 აპრილს ლონდონში გაიმართება.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული