ანჩელოტის დამოძღვრილი გუნდი ბევრს ეცედა, მატჩის ბედი თავის სასიკეთოდ შემოეტრიალებინა, მაგრამ სტუმართა დაცვას ვერაფერი მოუხერხა.
რა გასაკვირია, თამაშის შემდეგ ჩინებულ გუნებაზე იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი, რომელმაც თავისი შეგირდები აქო და ადიდა, განსაკუთრებით კი მათ სათამაშო დისციპლინას გაუსხვა ხაზი.
"არადა, ჩვენი მეტოქის კართან სახიფათო მომენტები არცთუ მრავლად შევქმენით: მეორე
მართალია გავიმარჯვეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, "ჩელსის" ნახევარფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. ჩვენ ხომ სულ ერთი ბურთით მოვიგეთ და ამიტომ, საპასუხო მატჩში სიფრთხილის გამოჩენა და ასევე ბრწყინვალედ გარჯა გვმართებს."
სულ სხვა ტემბრი ჰქონდა ლონდონელთა იტალიელი თავკაცის ხმას. თუმცა, კარლო ანჩელოტი, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შედეგით იმედგაცრუებული იყო, გუნდის თამაშით კმაყოფილებას გამოთქვამდა და საპასუხო მატჩის წინ ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებდა.
"შედეგით ძალიან იმედგაცრუებული კი ვარ, მაგრამ ეს არაა მთავარი - ეს მატჩი უკვე წარსულია. ახლა "ოლდ ტრაფორდზე" მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.
არადა, დღეს კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ - ჩემი გუნდის მოთამაშეები ასი პროცენტით დაიხარჯნენ, კარგად აკონტროლებდნენ ბურთს, მაგრამ მეტოქეს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ძალიან იოლად მისცეს.
ტორესს არ გაუმართლა, როცა ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი ბრწყინვალე "სეივი" მიითვალა ედვინ ვან დერ სარმა.
"ოლდ ტრაფორდზე" საპასუხო მატჩში, ტაქტიკური თვალსაზრისით, სულ სხვა ვითარება იქნება - ჩვენ შემტევ ფეხბურთს ვაჩვენებთ, რათა გამარჯვება შევძლოთ."
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის განმეორებით მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" 12 აპრილს გაიმართება.
.