ინიესტა: ქალიშვილის დაბადების შემდეგ პირველივე მატჩში გავიტანე

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ დონეცკის "შახტართან" (5:1) ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩი შეაფასა.

"კმაყოფილი ვარ ყველაფრით, რაც მოხდა. შესანიშნავი საღამო იყო. საკმაოდ გამიმართლა, რომ ქალიშვილის დაბადების შემდეგ პირველივე მატჩში გავიტანე და ძალიან ბედნიერი ვარ.

მწვრთნელი დაუღალავად გვიმეორებდა, რომ რთული მატჩი იქნებოდა და თუმცა დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, ყველაფერი ისე იყო, როგორც ის ამბობდა. შევცდებით, თუ ვიფიქრებთ, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა. დღევანდელმა მატჩმა აჩვენა, რომ "შახტარი" მაინც სახიფათო გუნდია", - თქვა ინიესტამ.






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული