ჩეხი: "ოლდ ტრეფორდზე" უნდა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
"ჩელსის" მეკარემ პიტერ ჩეხმა ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედთან" (0:1) დამარცხების შემდეგ მატჩის არბიტრი გააკრიტიკა. გოლკიპერის თქმით, მსაჯს პატრის ევრას მიერ რამირესის წაქცევისთვის პენალტი უნდა დაენიშნა.

"ყველამ შენიშნა, რომ იმ ეპიზოდში წესები დაირღვა. ეს შეიძლება გამეორებაზე უსასრულოდ ვნახოთ, მაგრამ ადამიანმა, რომელიც გადაწყვეტილებას იღებდა, წესების დარღვევა ვერ შენიშნა. საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით დამარცხებამ ჩვენი ამოცანა გაართულა. სხვა გზა არ გვაქვს, "ოლდ ტრეფორდზე" უნდა გავიმარჯვოთ", - თქვა ჩეხმა.


მომზადებულია  Sky Sports-ის მიხედვით







.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩეხ მაგარი შუტკა ხარ რა:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
chichka
14:02 07-04-2011
0

სიახლეები პოპულარული