ნემანია ვიდიჩი: მატჩის სწორედ ასეთ განვითარებას ველოდით

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ნემანია ვიდიჩმა ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში "ჩელსისთან" (1:0) გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ თავისი გუნდი ძალიან მოეწონა. სერბი ფეხბურთელი როგორც მიღწეული შედეგით, ასევე "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ნათამაშები ფეხბურთით კმაყოფილი დარჩა.

"ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ - ბრწყინვალე შედეგს მივაღწიეთ, გასვლით შეხვედრაში გოლი გავიტანეთ და საკუთარი კარი მშრალად შევინახეთ. შეხვედრის წინ სწორედ ამას ვისახავდით მიზნად. "სტემფორდ ბრიჯზე" ორი თავდამსხმელით თამაშს არ შევუშინდით: ბოლოს ასე პრემიერლიგის მატჩში გავაკეთეთ და მაშინაც გაამართლა.

ვფიქრობ, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და შედეგს მივაღწიეთ. მაგრამ სამუშაო ჯერ
კიდევ არ დასრულებულა. ახლა ყურადღება "ფულჰემთან" მატჩზე უნდა გადავიტანოთ, შემდეგ კი "ჩელსისთან" საპასუხო დაპირისპირებისთვის მოვემზადოთ. მატჩი მძიმე გამოდგა, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით დარწმუნებული ვარ, შემდეგ ეტაპზე გავალთ", - განაცხადა ვიდიჩმა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული