სეიდუ კეიტა: წინ კიდევ 90 წუთი გველის

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ, რომელიც "შახტართან"(5:1) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში მეოთხე გატანილი გოლის ავტორი გახდა, იმედი გამოთქვა, რომ ეს ანგარიში მის გუნდს ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარება. მან ასევე მოჰყვა, ვის ეძღვნებოდა ის წარწერა მაისურზე, რომლის დემონსტრირებაც მან გატანილი გოლის შემდეგ მოახდინა.

"ჩემი გოლი მთელი მატჩისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმედი მაქვს, რომ ხუთი გატანილი გოლი შემდეგ რაუნდში გასასვლელად საკმარისი იქნება, მაგრამ "შახტარი" ძალიან ძლიერი გუნდია და დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა, წინ კიდევ 90 წუთი გვაქვს სათამაშო. ჩემი გოლი აბიდალს მივუძღვენი. ჩემს მეგობარს
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, რადგან ის ჩემთვის ძმასავითაა", - თქვა კეიტამ.






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული