"გუნდში ყველამ იცის, რომ ჩემპიონთა ლიგა სეზონის გადარჩენის შანსია. ჩვენ, ალბათ, ჩემპიონატის ბოლოს პირველ ოთხეულში ვიქნებით და შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამოვალთ, მაგრამ ვეცდებით, წელს ერთი ტიტული მაინც მოვიგოთ, ამის ერთადერთი შანსი კი ჩემპიონთა ლიგაზე გვაქვს. ვფიქრობ, თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" გავცდებით, ტურნირის წარმატებით დასრულებაში ხელს უკვე ვერაფერი შეგვიშლის", - განაცხადა ბენაიუნმა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით