ლეონარდო: ყველაფერი შესაძლებელია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი ლეონარდო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის იმედს არ კარგავენ, მიუხედავად გერმანულ "შალკესთან" პირველი მეოთხედფინალური მატჩის არასასურველი შედეგით დასრულებისა.

მილანში "ნერაძურიმ" მოულოდნელად გამანადგურებელი მარცხი იწვნია, ანგარიშით 2:5, არადა შეხვედრის მიმდინარეობისას ორჯერ იგებდა.

"გულის სიღრმეში მჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ჩემს გარდა ამის მოთამაშეებსაც სჯერათ", - განაცხადა ლეონარდომ, რომელმაც ადრე თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ოთხ უძლიერესს  შორის მოხვედრას "არარეალური" უწოდა.

გერმანიაში გასამართი შეხვედრის წინ თავისი აზრი "ინტერის" თავდამსხმელმა სამუელ ეტოომაც გამოთქვა. "მწვრთნელმა ბევრი ზღაპრული "გადარჩენის" ამბავი მოგვიყვა, რომელშიც
მას თავად მიუღია მონაწილეობა. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო", - აღნიშნა მილანელთა ფორვარდმა.

გერმანიაში გასამართი მატჩის შემადგენლობაში მცველი ვალტერ სამუელიცაა შეყვანილი, რომელმაც მუხლის ტრავმის გამო ხუთი თვე გამოტოვა. ის, ალბათ იტალიელთა დაცვის ხაზს გააძლიერებს, რომელიც პირველ თამაშში სუსტად გამოიყურებოდა. შეგახსენებთ, რომ იმ შეხვედრაში კრისტიან კივუმ წითელი ბარათი მიიღო, ანდრეა რანოკიამ კი ავტოგოლი გაიტანა.


მომზადებულია eurosport.ru-ს მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული