ლუის ვალენსია: ფინალში "რეალთან" შეხვედრას ვისურვებდი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ "ჩელსისთან" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ლუის ვალენსიამ აღნიშნა, რომ ლონდონური მატჩის შემდეგ ერთბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, "ოლდ ტრეფორდზე" ყურადღების მოდუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ამასთან, ვალენსიამ აღნიშნა, რომ იდეალური ფინალი "მანჩესტერ იუნაიტედის" და "რეალის" დაპირისპირება იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა "უემბლიზე" 28 მაისს გაიმართება.

"ნახევარფინალში გასვლასთან ახლოს ვართ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საპასუხო მატჩში უკიდურესად ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. "ჩელსის" შემადგენლობაში შესანიშნავი მოთამაშეები არიან თავმოყრილნი, რომელთაც შეუძლიათ ყურადღების მცირედი მოდუნებისთვის დაგვსაჯონ.

ვფიქრობ, უაღრესად დაძაბული შეხვედრა იქნება. რაც
შეეხება ჩვენს პერსპექტივას ტურნირზე, ფინალამდე მისვლა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფინალში "რეალთან" შეხვედრას ვისურვებდი", - თქვა ვალენსიამ.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით






.








.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული