პიტერ ჩეხი: იდეალური სცენარი ძირითად დროში ორი გოლის გატანა და არც ერთის გაშვებაა

AutoSharing Option
"ჩელსის" გოლკიპერმა პიტერ ჩეხმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის წინ აღნიშნა, რომ სურს ნახევარფინალის საგზური შეხვედრის ძირითად დროშივე გაიფორმოს.

"გვესმის, რომ ჩემპიონთა ლიგაში თამაში ამ სეზონში ჩვენთვის ტიტულის მოგების ბოლო შანსია. სწორედ ამიტომ, მომავალი მატჩი ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია.

ალბათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგას მოიგებს, რადგან ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან და კარგი შედეგები აჩვენეს. ამას გარდა, მათ შეუძლიათ გაიმარჯვონ ისე, რომ კარგად არ ითამაშონ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი ამდენ ქულას დაკარგავენ.

საპასუხო თამაშში ორჯერ უნდა გავიტანოთ. ანგარიში უნდა გავხსნათ და გოლი
აღარ გავუშვათ. თუ გოლს გავუშვებთ, საქმე ერთიორად გართულდება.

ჩვენთვის იდეალური სცენარია ორჯერ გავიტანოთ და შემდეგ რაუნდში დამატებითი დროის უთამაშებლად გავიდეთ, მაგრამ ეს იოლი არ იქნება. "მანჩესტერ იუნაიტედს" არსად ეჩქარება, ისინი თავს დაიცავენ და შესაძლებლობის შემთხვევაში გატანას ეცდებიან. მათ ამ ტაქტიკის გამოყენების უფლებას პირველი მატჩის შედეგი აძლევთ.

ჩვენ ვიცით "ოლდ ტრეფორდი" და ვიცით, რომ იქ გამარჯვება შეგვიძლია. ჩვენ ეს წინა სეზონში უკვე გავაკეთეთ", - თქვა ჩეხმა.








.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული