"ტოტენჰემი"-"რეალი"
პირველი მატჩი: 0:4
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჩორლუკა, დოუსონი, ქაბული, ასუ-ეკოტო - ვან დერ ვაარტი, ჰადლსტოუნი, მოდრიჩი, ბეილი - პავლიუჩენკო, დეფო.
რეალი (4-3-2-1): კასილიასი - არბელოა, რაულ ალბიოლი, რ. კარვალიო, მარსელო - ლ. დიარა, ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი, კ. რონალდო - ადებაიორი.
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
თუკი „ინტერის“ ფეხბურთელები ნახევარფინალზე ჯერ კიდევ ოცნებობენ და ხმამაღალ განცხადებებსაც აკეთებენ, „ტოტენჰემის“ მოთამაშეებს სათქმელი აღარაფერი აქვთ - გარდა იმისა, რომ იბრძოლებენ და შეეცდებიან, „უაით ჰართ
ბილბაოს „ატლეტიკთან“ 3:0-ზე მოგებულ შეხვედრაში მოურინიომ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა და დიდია იმის შანსი, რომ „ტოტენჰემთანაც“ იგივე გაიმეოროს, რადგან „სამეფო გუნდს“ მომავალ უქმეებზე „ბარსელონასთან“ პირველი უპრინციპულესი კლასიკო ელის. პეპე ნაღდად არ ითამაშებს, რადგან დისკვალიფიცირებულია, კრიშტიანო რონალდოსა და ქარიმ ბენზემას კი ჯერ კიდევ აწუხებთ მცირე ტრავმები და თუ ჟოზემ პირველ მატჩში გარისკა და რონალდო მაინც ათამაშა, ახლა ასეთ რისკზე წასვლა საჭირო აღარაა. სასტარტო შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშეს კი, გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, ნახევარფინალის პირველი მატჩისთვის დისკვალიფიკაციები ემუქრებათ და ფაქტია, რომ მოურინიოს ისინი „ბარსელონასთან“ პირველ მატჩში უფრო სჭირდება, ვიდრე დღეს.
რაც ყველაზე მთავარია, ეჭვი არავის ეპარება, რომ „რეალი“ ნახევარფინალში გავა, რის გამოც, აგერ უკვე რამდენიმე დღეა, ესპანური გაზეთები „ბარსასა“ და „რეალის“ ოთხ მოსალოდნელ დუელზე წერს - ოთხი „კლასიკო“ ორ კვირაში, ფეხბურთის გულშემატკივარმა ამაზე უკეთესი რა უნდა ინატროს.
ლონდონელები კი, როგორც ზემოთაც ვთქვით, დღევანდელ მატჩს პრაგმატულად უყურებენ და უკვე შეისისხლხორცეს, რომ ნახევარფინალში ვერ გადიან. მეტიც, „ტოტენჰემი“ იმასაც ეგუება, რომ ზაფხულში გარეთ ბეილი გუნდიდან წავა. ლონდონელთა ერთადერთი მიზანი ახლა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების საგზურის მოპოვებაა. ამ უქმეებზე „ტოტენჰემმა“ „სტოკი“ 3:2 დაამარცხა და ამ შეხვედრაში პიტერ კრაუჩმა დუბლი შეასრულა. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი „რეალთან“ პირველ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს და დღეს დისკვალიფიცირებულია.
ვილიამ გალასს ტრავმა აწუხებს და დიდი შანსია, რომ ის დაცვის ცენტრში ქაბულმა შეცვალოს. თუ ლენონმა გამოჯანმრთელება მოასწრო, მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებს, რაფაელ ვან დერ ვაარტი კი ერთადერთი ცენტრფორვარდის უკან იმოქმედებს, ხოლო დეფო ან პავლიუჩენკო სასტარტოს მიღმა დარჩებიან.
სერხიო რამოსს და ანხელ დი მარიას თითო გაფრთხილება აქვთ, რის გამოც მოურინიო მათ დღეს ალბათ აღარ ათამაშებს. მათი ალტერნატივები არბელოა და ლასანა დიარა არიან. დისკვალიფიკაცია კარვალიოსა და ალბიოლსაც ემუქრებათ და ერთ-ერთი მათგანი, შესაძლოა, გარაიმ შეცვალოს. ჩვენი ესპანელი კოლეგების აზრით, მოურინიო ტაქტიკას შეცვლის და გუნდს 4-3-2-1-ით ათამაშებს, სადაც ერთადერთი ცენტრფორვარდი ადებაიორი იქნება, რომელსაც რონალდო და იოზილი მიეხმარებიან.
.