ფერგიუსონი: "მანჩესტერი" ოპტიმალურ ფორმაშია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა "ჩელსისთან" (2:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ფორმაში ყოფნის პიკს მიაღწია.

"ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი" ოპტიმალურ ფორმაში იმყოფება. ეს ეჭვგარეშეა. თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. "ჩელსი" ძალიან კარგად მოქმედებდა. ათი კაცით დარჩენილმა "არისტოკრატებმა" გოლი გაიტანეს, ეს პატივისცემას იმსახურებს. და მაინც, ჩვენ ცოტა უკეთ გამოვიყურებოდით. მომეწონა, რომ მოედანზე ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობდა, რომელიც ღია უხეშობაში არ გადაზრდილა.

ამ შეხვედრამ პრემიერლიგის მაღალი დონე კიდევ ერთხელ დაამტკიცა. გავიმეორებ, ჩემი შეგირდები ამ დაპირისპირებას ოპტიმალურ
ფორმაში შეხვდნენ. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს ერნანდესმა და პარკ ჯი სუნმა. რუნიმ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე ითამაშა, გიგზის თამაში კი ცივსისხლიანობით და უზარმაზარი გამოცდილებით გამოირჩეოდა", - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა.


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

 

 

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰოლანდიელი არა, ლუქსემბურგელი...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული