რაიან გიგზი: მეორე გოლი დროულად გავიტანეთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა რაიან გიგზმა, რომელმაც "ჩელსისთან" (2:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალურ მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, განაცხადა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა.

"ჩელსიმ" კარგი მატჩი ჩაატარა. მეტოქისგან ასეთ თამაშს ველოდით, რადგან ლონდონელებს გატანა სჭირდებოდათ. მაგრამ ჩვენ დაცვაში ჩაჯდომას არ ვაპირებდით, მეტოქის კარის აღებას ვცდილობდით და ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ.

მეორე გოლი ძალიან დროულად გავიტანეთ. "ჩელსიმ" ის იყო, ანგარიში გაათანაბრა და უპირატესობა მაშინვე აღვადგინეთ", - თქვა გიგზმა.


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მანცჩესტერ იუნაიტეტმა ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმისთვის რომ ვან დერ სარს საპატიო გაცილება მოუწყონ. მიუხედავად 'დირკისა' ეშმაკუნების გოლკიპერი უდავოდ გადასარევ ფორმაშია.
ცჰელსისთან მოგებას უამრავი დატვირთვა აქვს მანკუნიელებისთვის ჯერ ის რომ ბარსლეიზე ჩელსიმ მოიგო და მეორე ის რომ მანჩესტერი თავის პირველ მეტოქედ მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა ყოველთვის არისტოკრატებს თვლის,
gioshuka
14:25 13-04-2011
0

სიახლეები პოპულარული