ანჩელოტი: "მანჩესტერი" ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" (1:2) საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მეტოქე ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა. "წითელმა ეშმაკებმა" "არისტოკრატები" პირველ შეხვედრაშიც დაამარცხეს (1:0).

"ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში "მანჩესტერი" ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა. საპასუხო შეხვედრაში საფინალო სასტვენამდე მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ათი კაცით დავრჩით (მეორე ყვითელი ბარათის გამო რამირესი გააძევეს). პირველი 25 წუთი უპირატესობას ჩვენ ვფლობდით, მომენტები გვქონდა, მაგრამ გატანა ვერ შევძელით. ტაიმის ბოლოს მანჩესტერელთა მიერ გატანილმა გოლმა კი ჩვენი ამოცანა მნიშვნელოვნად გაართულა",
- თქვა ანჩელოტიმ.

იტალიელმა სპეციალისტმა კუთვნილი თავისი გუნდის ფორვარდ დიდე დროგბასაც მიუზღო, რომელმაც შესვენებაზე ტორესი შეცვალა და გოლი გაიტანა. ამავე დროს, მას ესპანელი თავდამსხმელი არ გაუკრიტიკებია.

"დროგბამ ფანტასტიკური მეორე ტაიმი ჩაატარა, ძალიან სასარგებლო იყო და გოლი გაიტანა. რაც შეეხება ტორესს, მოთმინება უნდა მოვიკრიბოთ და მისი გვჯეროდეს. ახლა ეს დამარცხება რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ", - აღნიშნა ანჩელოტიმ.


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული