მოურინიო: "ტოტენჰემთან" ძირითად შემადგენლობას გამოვიყვან

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის წინ (პირველი მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა) აღნიშნა, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს არ დაასვენებს.

"დიახ, მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ არა მგონია, რომ "ტოტენჰემს" ნახევარფინალში გასასვლელად ხუთი გატანილი გოლი ეყოს. ლონდონში ხომ იმისთვის მოვედით, რომ გავიტანოთ. გეთანხმებით, რომ სასწაულები ხდება, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ "ტოტენჰემს" პატივს ვცემ.

ვიცი, რომ ზოგიერთ ჩვენს ფეხბურთელს გაფრთხილებები აქვთ მიღებული, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. ამავე დროს, საჭირო შედეგის მისაღწევად ძირითად შემადგენლობას გამოვიყვან.

სასტარტო შემადგენლობაში
სიურპრიზები არ იქნება. ხაბი ალონსო, კრიშტიანო რონალდო, ემანუელ ადებაიორი და რიკარდო კარვალიო შაბათს სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, ჩემპიონთა ლიგის მატჩში კი მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოვლენ", - ამბობს პორტუგალიელი.


მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით

 

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული