მანამდე კი "სამეფო კლუბს" მოვლენებით დატვირთული აპრილ-მაისი ელის, ხუმრობა ხომ არ არის 3 კვირის განმავლობაში 4 "კლასიკო"! აქედან თითო ჩემპიონატსა და თასზე, ორიც ჩემპიონთა ლიგაში. მოკლედ, მომავალ დღეებში საფეხბურთო სამყარო "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებებით იცხოვრებს.
ამ ფონზე ჩრდილში ექცევა მეორე ნახევარფინალური წყვილი
როგორც ხედავთ, წუხანდელ მატჩებზე ჯერ ბევრიც არაფერი დაგვიწერია - მიზეზი მარტივია: "რეალმაც" და "შალკემაც" საგზური პრაქტიკულად პირველ მატჩებში მოიპოვეს და ახლა ეს ოფიციალურად გაიფორმეს. ამის მიუხედავად, "უაით ჰართ ლეინზე" გამართულ შეხვედრას მოსაწყენს ვერ დაარქმევდი. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გარეთ ბეილი დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა ფლანგელია მსოფლიოში. მისი გამკლავება სერხიო რამოსსაც გაუჭირდა.
თამაში კი კრიშტიანო რონალდოს შორეული დარტყმით და ეურელიო გომეშის ბავშვური შეცდომით დაგვამახსოვრდება, კიდევ იმით, რომ ინგლისელები პირველ ტაიმში სამჯერ ითხოვდნენ პენალტის დანიშვნას და სამივეჯერ მათი პრეტენზიები სამართლიანს ჰგავდა, იმასაც აღვნიშნავთ, რომ რუსმა პავლიუჩენკომ ვერადავერ გაისწორა მიზანი, თავით თუ ფეხით მან ხელსაყრელი მომენტები გაატანა ქარს.
მეორე შეხვედრაში ყველა კითხვას (თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა) პასუხი პირველი ტაიმის მიწირულს გაეცა, როცა გერმანულმა გუნდმა სუფთა ესპანური კომბინაცია გაითამაშა - ხოსე მანუელ ხურადომ რაული მოძებნა, ვეტერანმაც ჟულიო სეზარი მოატყუა და გოლი ისე გაიტანა. საბოლოოდ "შალკემ" "ინტერზე" ორი მატჩის ჯამში 7:3 იმარჯვა, ხოლო "რეალმა" - "ტოტენჰემზე" - 5:0.
ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები
ტოტენჰემი (ინგლისი)-რეალი (ესპანეთი) 0:1 (0:4) [იხილეთ ვიდეო]
ტოტენჰემი (4-4-1): გომეში - ჩორლუკა, გალასი, დოუსონი, ასუ-ეკოტო - ლენონი (61. დეფო), ჰადლსტოუნი (71. სანდრო), მოდრიჩი (83. კრანჩარი), ბეილი - ვან დერ ვაარტი - პავლიუჩენკო.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი (57. გრანერო), რიკარდო კარვალიო, ალბიოლი, არბელოა - ჩაბი ალონსო (75. ბენზემა), ხედირა - რონალდო (65. კაკა), იოზილი, მარსელო - ადებაიორი.
გოლი: 0:1 რონალდო (50)
მაყურებელი: 36 000
არბიტრი: რიცოლი (იტალია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ტოტენჰემი
პირველი კუთხური: რეალი
პირველი ჯარიმა: ტოტენჰემი
პირველი გაფრთხილება: რეალი
16 (3) დარტყმა 11 (4)
9 ჯარიმა 12
4 კუთხური 5
0 გაფრთხილება 2
49% ბურთის ფლობა 51%
შალკე (გერმანია)-ინტერი (იტალია) 2:1 (5:2) [იხილეთ ვიდეო]
შალკე (4-4-2): ნოიერი - უჩიდა, მეტცელდერი, ჰიოვედესი, სარპეი - ბაუმიოჰანი (73. დრაქსლერი), მატიპი, პაპადოპულოსი, ხურადო (87. შმიტცი) - რაული, ედუ (77. ხარისტეასი).
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, რანოკია, ლუსიო, ნაგატომო - სტანკოვიჩი (46. პანდევი), ტიაგო მოტა, სნეიდერი (80. კოუტინიო), ძანეტი - ეტო'ო, დ. მილიტო.
გოლები: 1:0 რაული (45), 1:1 ტიაგო მოტა (49), 2:1 ჰიოვედესი (81)
მაყურებელი: 54 142
არბიტრი: სკომინა (სლოვენია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ინტერი
პირველი კუთხური: შალკე
პირველი ჯარიმა: შალკე
პირველი გაფრთხილება: ინტერი
8 (4) დარტყმა 20 (5)
26 ჯარიმა 13
7 კუთხური 12
3 გაფრთხილება 3
40% ბურთის ფლობა 60%
ნახევარფინალი
I მატჩები
26 აპრილი
შალკე-მანჩესტერი
27 აპრილი
რეალი-ბარსელონა
II მატჩები
3 მაისი
ბარსელონა-რეალი
4 მაისი
მანჩესტერი-შალკე
.