მართალი ვიყავი, ძირთადი შემადგენლობა რომ ვათამაშე

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ტოტენჰემთან" (1:0, პირველი მატჩი - 4:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური მატჩი შეაჯამა.

"ვფიქრობ, მართალი ვიყავი, ამ მატჩზე ძლიერი შემადგენლობის გამოყვანა რომ გადავწყვიტე. ამ შემთხვევაშიც კი "ტოტენჰემმა" პირველ ტაიმში კარგი მომენტები შექმნა და გატანა რომ მოეხერხებინა, არამხოლოდ მეტოქესთან, არამედ ტრიბუნებთან ბრძოლაც მოგვიწევდა, რომელიც თავის გუნდს წინ წასვლისკენ უხმობდა... "რეალს" ძალიან გაუჭირდებოდა.

მაგრამ როდესაც კრიშტიანომ გაიტანა, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ახლა "ბარსელონასთან" დაპირისპირებას ველით. ვიბრძოლებთ, მაგრამ ახლა ნახევარფინალებზე ფიქრის დრო არ არის...

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს,
მიმაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "შალკეს" ბარიერს გადალახავს. მათ უფრო ძლიერი გუნდი ჰყავთ და საერთოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა დონის გუნდია", - განაცხადა მოურინიომ.


მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული