უეფა ინიესტას დისკვალიფიკაციით არ დასჯის

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში "რეალთან" მონაწილეობას მიიღებს. უეფამ ფეხბურთელის დისკვალიფიკაციისთვის საფუძველი ვერ იპოვა.

უეფას დისციპლინარული კომიტეტი ეჭვობდა, რომ ინიესტამ "შახტართან" (5:1) ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ყვითელი ბარათი გამიზნულად მიიღო, რათა ტურნირის უფრო გვიან ეტაპებზე დისკვალიფიკაციის შესაძლებლობა აერიდებინა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში უეფამ სერხიო რამოსი და ხაბი ალონსო დისკვალიფიკაციით იმის გამო დასაჯა,  რომ მათ "აიაქსთან" მატჩში გაფრთხილებები გამიზნულად მიიღეს. ამას გარდა, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც დასაჯეს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული