პლატინიმ ბილეთების სიძვირის გამო ბოდიში მოიხადა

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ბილეთების მაღალი ფასის გამო ბოდიში მოიხადა.

ყველაზე იაფი ბილეთი 28 მაისს "უემბლიზე" ფინალური დაპირისპირების ხილვის მსურველებს 150 ფუნტი დაუჯდებათ. ეს ინგლისისთვისაც კი საკმაოდ დიდი თანხაა.

"ასეთი ფასების დაწესებით შეცდომა დავუშვით. ეს არასწორია, მაგრამ პრობლემა არც ისე მარტივია. ყოველ 1 ადგილზე 20 მოთხოვნა მივიღეთ. თუ შავ ბაზარზე ბილეთის ყიდვა გსურთ, ის იქ უკვე ათმაგი დაგიჯდებათ. ასეა თუ ისე, ბოდიშს ვიხდი", - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა.


მომზადებულია Reuters -ის მიხედვით







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული