სერხიო რამოსი: "ბარსელონას" ნაცადი სტრატეგიით უნდა ვეთამაშოთ

AutoSharing Option
"რეალის" დაცვის ლიდერი სერხიო რამოსი "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩის წინ აცხადებს, რომ "სამეფო კლუბი" ისეთივე ტაქტიკას აირჩევს, როგორითაც კატალონიელებთან ბოლო ორ შეხვედრაში ითამაშა.

ამასთან, მცველის თქმით, ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის კარგადაა ცნობილი მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები.

"ახლა ჩვენი დაპირისპირება არა 90, არამედ 180 წუთი გაგრძელდება. მეტოქეს შესანიშნავად ვიცნობთ. იმავე სტრატეგიას უნდა მივმართოთ, რომელიც კატალონიელებთან ბოლო ორ მატჩში ავირჩიეთ", - თქვა რამოსმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული