ალექს ფერგიუსონი: "შალკეს" დაუფასებლობის საბაბი არ გვაქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩის წინ აღნიშნა, რომ გერმანული გუნდი ანგარიშგასაწევი მეტოქეა და დასძინა, რომ წამყვანი ფეხბურთელების მწყობრში ჩადგომით გახარებულია.

"შალკემ" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შინ ყველა მეტოქე დაამარცხა, "ვალენსიას" და "ინტერის" ჩათვლით. ისინი ფანტასტიკურ ფორმაში არიან. ასე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" საბაბი არ აქვს იფიქროს, რომ ამ გუნდთან თამაში იოლი იქნება. ჩვენთვის ეს მატჩი რთული იქნება. ამიტომ სხვა გზა არ გვაქვს, მას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

გასვლით შეხვედრებში ჩვენი შედეგებით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ გუნდს
ვერავინ დაადანაშაულებს იმაში, რომ შინ ცუდად თამაშობს, იმიტომ რომ "ოლდ ტრეფორდზე" ჩვენი მატჩების სტატისტიკა შთამბეჭდავია.

გუნდი ისევე ითამაშებს, როგორც გასულ მატჩში "ევერტონთან". ჩვენ არასდროს ვნებდებით - ეს ჩვენი დამახასიათებელი ნიშანია.

რაც შეეხება რუნის, ბოლო ორი თვის განმავლობაში ის ფანტასტიკურად თამაშობდა. უეინს ყველაზე კარგად ესმის, რომ მისგან ბევრს ელიან.

ანტონიო ვალენსიას, რიო ფერდინანდის, ანდერსონის მწყობრში ჩადგომის შემდეგ ჩვენი გუნდი გადახალისებულივითაა. როდესაც საუკეთესო ფეხბურთელები დიდი ტურნირის წინ გუნდს უბრუნდებიან, ამან შეიძება შემადგენლობის არჩევისას გარკვეული პრობლემები შექმნას, მაგრამ მოხარული ვართ, რომ მსგავსი "სიძნელეები" გვაქვს", - თქვა ფერგიუსონმა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული