ინიესტამ "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
"ბარსელონას" ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ ტრავმა მიიღო.

ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ნახევარმცველმა ჯვარედინი იოგები დაიშავა. მისი მონაწილეობა 27 აპრილს მადრიდში გასამართ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ინიესტა მადრიდში ჩაფრინდა, მაგრამ შეხვედრის დაწყებისას, სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამზე იჯდება. საბოლოო გადაწყვეტილებას, გავა თუ არა ინიესტა მოედანზე, უშუალოდ მატჩის წინ სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ მიიღებენ.

თუ ნახევარმცველი მოედანზე არ გამოვა, მის ადგილს სეიდუ კეიტა დაიკავებს.

ომზადებულია Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული