ხავიერ მასკერანო: იმ პოზიციაზე ვითამაშებ, რომელსაც გვარდიოლა მეტყვის

AutoSharing Option
დიდია იმის ალბათობა, რომ საკადრო პრობლემების გამო კატალონიელთა ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ "რეალთან" პირველი ნახევარფინალური მატჩი დაცვის ცენტრში დაიწყოს.

თავად არგენტინელმა აღიარა, რომ მას ასეთი პერსპექტივა არ აფრთხობს. ხოსეპ გვარდიოლას ადრიანოს, მაქსველის და ერიკ აბიდალის იმედი ვერ ექნება. მოსალოდნელია, რომ კარლეს პუიოლი მარცხენა ფლანგზე ითამაშებს, მაშინ როცა საყრდენი ნახევარმცველი მასკერანო დაცვის ცენტრში დაიწევს.

"ამ პოზიციაზე თამაშმა თანაგუნდელების ტრავმების და აბიდალის ავადმყოფობის გამო უკვე მომიწია. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია. თუ მწვრთნელს სჯერა, რომ დაცვის ცენტრში თამაში შემიძლია, სიხარულით ვითამაშებ. ჩემი ამოცანა
გუნდის დახმარებაა. ცოტა ხნის წინ "რეალთან" ესპანეთის თასის ფინალში დავმარცხდით, მაგრამ ახლა სულ სხვა მასშტაბის დაპირისპირება გველის", - თქვა მასკერანომ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული