რაული: "მანჩესტერ იუნაიტედი" უბრალოდ სხვა დონის გუნდია

AutoSharing Option
"შალკეს" თავდამსხმელმა რაულმა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მისი გუნდი მსოფლიოს ერთერთი უძიერესი კლუბის ფონზე ღირსეულად გამოიყურებოდა.

"რა თქმა უნდა, სხვა შედეგის და სხვაგვარი თამაშის იმედი გვქონდა, მაგრამ არ გამოვიდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მოხარული ვართ, რომ ასეთ გვიანდელ სტადიაზე ვთამაშობთ. საქმე ისაა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო მაღალი დონის გუნდია.

ერთადერთი, რის გამოც წუხილი შეიძლება, ისაა, რომ მეტი საგოლე მომენტების შექმნა ვერ შევძელით. და ორი წუთის მანძილზე გოლი ორჯერ გავუშვით... "შალკეს" უფლება აქვს ნახევარფინალში გასვლით იამაყოს. გულშემატკივრებს
ესმით, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო და მატჩის შემდეგ აპლოდისმენტებით გაგვაცილეს", - თქვა რაულმა.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული