რონალდომ და რვაფეხამ "რეალის" მოგება იწინასწარმეტყველეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონმა რონალდომ და რვაფეხა-წინასწარმეტყველმა იკერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონასთან" მადრიდის "რეალის" მოგება იწინასწარმეტყველეს.

რონალდომ ივარაუდა, რომ პირველ მატჩს, რომელიც დღეს მადრიდში გაიმართება "რეალი" მოიგებს. რვაფეხამ კი ორი შეხვედრის ჯამში ფინალში "რეალის" გასვლა იწინასწარმეტყველა.

რონალდოს თქმით, რომელსაც "ბარსელონაშიც" და "რეალშიც" უთამაშია, ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც 3 მაისს ბარსელონაში გაიმართება. ბრაზილიელმა დასძინა, რომ ამ გუნდების შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

რვაფეხა იკერმა, რომელსაც სახელი "რეალის" მეკარის იკერ კასილასის პატივსაცემად უწოდეს, პროგნოზი მოლუსკი-წინასწარმეტყველებისთვის ჩვეული მანერით გააკეთა. ორი სარდინიდან ერთის ამორჩევისას,
მან უპირატესობა "რეალის" ემბლემიან კონტეინერს მიანიჭა. იკერი ესპანეთის ქალაქ ბენალმადენის ოკეანირიუმში ცხოვრობს.

რვაფეხამ "ბარსელონას" და "რეალს" შორის ორი ამასწინანდელი მატჩის შედეგი სწორად იწინასწარმეტყველა - ფრე ესპანეთის ჩემპიონატის თამაშში და "რეალის" გამარჯვება ქვეყნის თასის ფინალში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაახურეს რა ამ მეზღაპრეებმა, რვაფეხა არა იხვნისკარტა - წინასამატჩო აბსტანოვკას ბავშვურ იერს აძლევენ...
dachi
16:41 27-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული