ჩავი: "რეალის" ფეხბურთელები ბინძურად თამაშობდნენ, როგორც მათ მოურინიო ასწავლის

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავიმ "რეალთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

"მოურინიოზე საუბარი არ მსურს, "ბარსა" უკეთესი იყო, გუნდმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა. დიახ, მოვიგეთ, მაგრამ საბოლოოდ ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი. ჩვენ "რეალის" წინააღმდეგ ვთამაშობთ, მეტოქეს პატივს ვცემთ და "კამპ ნოუზე" სრული თავდადებით ვითამაშებთ.

დღეს სამართლიანობა აღდგა. მათ არჩევანი არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ დაცვაში ჩამჯდარიყვნენ და ბინძურად ეთამაშათ, როგორც მწვრთნელი ასწავლით. საფეხბურთო მოედანზე ჩვენ მათ ვჯობივართ. ყველაფერი, რაც დღეს მოხდა, სამართლიანია: გაძევებაც, შედეგიც,
საერთოდ ყველაფერი", - განაცხადა ჩავიმ.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული