ემანუელ ადებაიორი: "ბარსელონას" მოთამაშეები ყოველთვის ეცემიან და ბავშვებივით ტირიან

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა ემანუელ ადებაიორმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონასთან" (0:2) დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქე ფეხბურთელებს თავი არაღირსეულად ეჭირათ.

"ყოველთვის, როდესაც ამ ფეხბურთელების წინააღმდეგ ვთამაშობთ, ისინი მოედანზე ეცემიან და ბავშვებივით ტირიან.

"ბარსელონასთან" სამჯერ ვითამაშე და ჩემი გუნდი ყოველთვის ათი კაცით რჩებოდა. ნებისმიერი კონტაქტისას ისინი მინდორზე გორავენ და სახეზე ხელმოკიდებულნი ტირიან. მათი მწვრთნელი, მათი ფანები და სათადარიგოები, მუდმივად ტიროდნენ.

"ბარსელონა" ფანტასტიკური კლუბია შესანიშნავი მოთამაშეებით, მაგრამ ის რაც ეხლა ხდება უნდა მორჩეს", - თქვა ადებაიორმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგით რა თვალები გაქვთ საერთოდ? არ უხეშობდა ადებაიორი? სინდისი მაინც იქონიეთ რეალის გულშემატკივრებმა
daviti
12:07 29-04-2011
0
სრულიად ვეთანხმები ადებაიორს :D მართლა უაზროდ ეცემოდნენ :D ის კიდე რომელიღაცა 17 ნომერს რო შეასკდა, იმას დააბრალა X არადა თვითონვე შეასკდა, ის თავისთვის გაბრბოდა :D მერე დაეხეთქა და აღარ ადგა :D
magda
16:03 28-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული