იკერ კასილიასი: იქნებ საპასუხო მატჩში წითელი ბარათი "ბარსელონამ" მიიღოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა იკერ კასილიასმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში დამარცხების შემდეგ პეპეს გაძევებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამან თამაშზე დიდი გავლენა იქონია. მისი თქმით, მისმა გუნდმა ახლა მხოლოდ მომავალ მატჩზე უნდა იფიქროს.

"ყველანი გულდაწყვეტილები ვართ, - განაცხადა "რეალის" კარის დარაჯმა კლუბის ოფიციალურ საიტზე. - ვფიქრობ, პეპეს გაძევებამ მატჩის მსვლელობაზე გავლენა იქონია: ის ხომ თავის მოვალეობას თავს ბრწყინვალედ ართმევდა, შემდეგ კი ყველაფერი თავზე დაგვექცა. სამწუხაროა, რომ ლამის ყოველი თამაშის დასრულება უმცირესობაში მყოფებს გვიწევს.

ახლა აუცილებელია მარცხს შევეგუოთ და მომავალ
მატჩს დაველოდოთ - იქნებ შემდეგ ჯერზე წითელი ბარათი "ბარსელონას" რომელიმე მოთამაშემ მიიღოს."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული