ფერდინანდმა ეს ჩანაწერი "ბარსელონასთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა გააკეთა.
ფერდინანდმა თქვა, რომ პრესკონფერენციაზე მოურინიოს გამოსვლამ მასზე ენერგეტიკული სასმელივით იმოქმედა.
მოურინიომ "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ მთავარი არბიტრი ვოლფგანგ შტარკი გააკრიტიკა, რომელმაც 61-ე წუთზე მოედნიდან მადრიდელთა მოთამაშე პეპე გააძევა. "რეალის" მწვრთნელმა გაანცხადა, რომ უეფა კატალონიელებს ეხმარება და მის მეტოქეებს გამარჯვების შანსს არ უტოვებს. მოურინიომ დასძინა, რომ ვერ
როგორც ინტერნეტგამოცემა Goal.com იუწყება, "ბარსელონამ" შესაძლოა მოურინიოს გამონათქვამების გამო უეფაში იჩივლოს. კლუბის უკმაყოფილება "რეალის" მწვრთნელის გამონათქვამმა გამოიწვია თითქოს, "ბარსელონას" მიმართ "დახმარება" შესაძლოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ანხელ მარია ვილიარის ზემოქმედებით იყოს გამოწვეული ან იმით, რომ "ბარსელონა" "იუნისეფის" პარტნიორია.
ფინალი ბარსა მანჩესტერია,მაგრამ ამჯერად მანჩესტერი მოიგებს!!!!!!!!!